ენტონი ბლინკენი ისრაელშია

ენტონი ბლინკენი თელ-ავივში, 3 ნოემბერი, 2023

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პარასკევს ისრაელს მიმართა, რათა გადაიდგას ნაბიჯები და მოხდეს ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა იმ ფონზე, როცა იზრდება მსხვერპლი ღაზის უფანაშაულო მოსახლეობაში და ისრაელი ანკლავის მასირებულ დაბომბვას აგრძელებს.

ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, ქალაქ ღაზის იზოლაციაში მოქცევის შემდეგ “ ჰამასის” მეამბოხეებს დანგრეულ ქუჩებში დაუპირისპირდნენ.

ვაშინგტონმა უკუაგდო არაბული და სხვა რამდენიმე სახელმწიფოს მოწოდება ცეცხლის სრულად შეწყვეტის შესახებ, თუმცა დაინტერესებულია დროებით, ადგილობრივ “შესვენებებში”, რაც ღაზის სექტორში მეტი დახმარების შესვლის და “ჰამასის” მიერ დატყვევებული მძევლებისთვის ტერიტორიიდან გასვლის შესაძლებლობას შექმნის.