უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებების მიმართ, რუსეთის მოქალაქეების მხარდაჭერა უმნიშვნელოდ, თუმცა გაიზარდა და კვლავ მაღალი რჩება. საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს, რუსეთში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრი „ლევადა“ ავრცელებს. კვლევის მიხედვით, მხარდაჭერის დონე განსაკუთრებით მაღალია უფროსი ასაკის ადამიანებში.
ოქტომბრის მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედბებს, მხარს უჭერს გამოკითხულთა 76 %. სექტემბერში ეს მაჩვენებელი 73% იყო.
ასევე ნახეთ: გენერალი ზალუჟნი: ომი სტატიკურ, დაღლილობის ფაზაში გადადისკვლევის მიხედვით, შემცირდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც რუსული შეიარაღებული ძალების მოქმედებებს მხარს არ უჭერს. აგვისტოში 20% მას მხარს არ უჭრდა, ბოლო გამოკითხვით ირკვევა, რომ იგივე პოზიციას ახლა 16% იზიარებს.
კვლევით ირკვევა, რომ მხარდაჭერის უმაღლეს დონეს ხანდაზმული რესპონდენტები ავლენენ, რომლებიც ენდობიან ტელევიზიას და ისინი, ვინც პრეზიდენტის საქმიანობას იწონებენ. გამოკითხულთა ნახევარზე მეტს მიაჩნია, რომ ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, რასაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიან ომს უწოდებს, წარმატებით პროგრესირებს.
ამასთან, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მცირედით ასევე გაიზარდა სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ მხარდაჭერა და ის 55%-ს აღწევს.
გამოკითხულთა უმრავლესობა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მიზეზად, დონბასის მაცხოვრებლების დაცვას ასახელებს.
ასევე ნახეთ: პუტინმა ბირთვული ტესტირების აკრძალვის შეთანხმების რატიფიცირება გააუქმაამასთან, გამოკითხულთა 41% ამბობს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში, ომის დაწყების გადაწყვეტილებას გააუქმებდა, 43% კი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერდა. ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობა მზადაა მხარი დაუჭიროს ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი დასრულდეს, თუმცა მხოლოდ ახალი ტერიტორიების შენარჩუნების პირობით.