გერმანიისა და ისრაელის მოქალაქე, ქალი, რომელიც „ჰამასის“ მებრძოლებმა მუსიკალური ფესტივალიდან გაიტაცეს, გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მთავრობა ავრცელებს.
„ძალიან ვწუხვართ.. მივიღეთ ინფორმაცია, იმის შესახებ რომ შანი ნიკოლ ლუკი მოკლულია“,- თქვა ისააკ ჰერცოგმა, ისრაელის პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ საუბრის დროს.
ლუკი 23 წლის იყო და ის ერთ-ერთია რომელიც „ჰამასის“ მებრძოლებმა ტყვედ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს ტყვედ აიყვანეს. „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ისრაელში 1400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 200-ზე მეტი ადამიანი კი ამ დრომდე გატაცებულად ითვლება.
Your browser doesn’t support HTML5
ისრაელის მთავრობის განცხადებას უკვე გამოეხმაურა გერმანია. ოლაფ შოლცი ამბობს, რომ „ჰამასის“ პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. გერმანია მხარს უჭერს ისრაელის სამხედრო მოქმედებებს, რომლის მიზანია მძევლების გათავისუფლება და „ჰამასის“ განადგურება.
„ეს საშინელი ამბავია“, - თქვა შოლცმა, რომელიც ნიგერიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და დაამატა, რომ ამ „ბარბაროსობის“ უკან "ჰამასი" იმალება.
რა გარემოებაში გარდაიცვალა გერმანია ისრაელის მოქალაქე ამ დროისთვის ცნობილი არ არის.