პალესტინელთა უფლებებს ათასობით დემონსტრანტი ქუჩებში იცავდა

ასობით ათასი ადამიანი შაბათს ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის დიდ ქალქებშიქუჩებში გამოვიდა ღაზაში პალესტინელთა უფლებების მხარდასაჭერად.

დემონსტრანტები მრავლად იყვნენ ლონდონში, სადაც ქალაქის ცენტრსა და სამთავრობოკვარტალში ისინი რიში სუნაკის მთავრობისგან მოითხოვდნენ ცეცხლის შეწყვეტისმოწოდებებს.

მონაწილეები აცხადებდნენ, რომ დიდი ქვეყნები საკმარისს არ აკეთებენ,- ამბობდნენ ისინი და აცხადებდნენ, რომ პალესტინელთა არსებობის უფლებას, ადამიანის ყველა უფლებასიცავდნენ აქ.

“ჰამასის” კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის მესვეურები იუწყებიან, რომ ამ წუთისთვისღაზაში 7326 ადამიანია გარდაცვლილი ისრაელის საჰაეროიერიშებში. ისრაელის საჰაეროოპერაცია მოჰყვა “ ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებულ მკვლელობებს. ამთავდასხმებისას 1400 ისრაელელი, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა. 200-ზემეტი ისრაელელი მძევლად ღაზაში გაიტაცეს.