უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ესპანეთში შეკრებილ 40-ზე მეტ ევროპელ ლიდერს განუცხადა, რომ ამერიკის მუდმივ მხარდაჭერაში დარწმუნებულია და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ მეტი იარაღით დახმარება სთხოვა.
ევროპელი ლიდერებისადმი მიმართვისას, ზელენსკიმ ხარკივში, აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებ მოსწავლეებზე ისაუბრა და თქვა, რომ მათ გაკვეთილებზე დასწრება, ხშირად მიწისქვეშა თავშესაფრებიდან უწევთ, მიზეზი კი რუსული ძალების საჰაერო თავდასხმებია.
”სანამ არ იქნება სრულად ეფექტური საჰაერო თავდაცვის სისტემა, ბავშვები ვერ დადიან სკოლაში”, - განაცხადა მან ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, რომელსაც ესპანეთის ქალაქი გრანადა მასპინძლობს.
ასევე ნახეთ: ბაიდენი რესპუბლიკელებს ბიუჯეტში უკრაინის დახმარების გათვალისწინებისკენ მოუწოდებსუკრაინის მიმართ დახმარების შესახებ, ვაშინგტონში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ვოლოდიმირ ზელენსიკმ „პოლიტიკური ქარიშახლი“ უწოდა. თუმცა, ამასთან ერთად, მან აშშ-ის მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ სრული ნდობა გამოთქვა.
„მე ამერიკაში დარწმუნებილი ვარ. ისინი არიან ძლიერი ხალხი, ძლიერი ინსტიტუტებით და ძლიერი დემოკრატიით“ - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არ უნდა მიეცეს უფლება გააძლიეროს თავისი არმია, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი 2028 წლისთვის უკრაინის მიღმა შეტევას შეძლებს.
"მხოლოდ პუტინის ამბიციები დაინგრეს და არა ჩვენი ქვეყნები, არა ჩვენი ქალაქები. ყველა ქვეყნის ბავშვები იმსახურებენ უსაფრთხოებას. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინის გამარჯვება“ - განაცხადა ზელენსკიმ.