სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ხუთშაბათს ჩინეთში ჩავიდა. ეს პეკინში მისი პირველი ვიზიტია სირიის 12-წლიანი სამოქალაქო ომის განმავლობაში, რომლის დროსაც პეკინი ასადის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ასადი აზიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება. ჩინეთის მიერ ორგანიზებული ეს საერთაშორისო სპორტული ღონისძიება შაბათს ჩინეთის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ჰანჯოუში დაიწყება.
ასევე ნახეთ: აშშ - ახლო აღმოსავლეთიასადის ადმინისტრაციამ მანამდე განაცხადა, რომ სირიის ლიდერი ჩინეთში პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით იმყოფება.
ჩინეთი ახლო აღმოსავლეთში საკუთარ გავლენებს აძლიერებს, განსაკუთრებით მარტში საუდის არაბეთსა და ირანს შორის შეთანხმების შუამავლობის შემდეგ. პეკინი ასევე აგრძელებს ასადის მხარდაჭერას სირიის სამოქალაქო ომში, რომლის შედეგადაც ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ქვეყნის დიდი ნაწილი დაინგრა.
ჩინეთს მომავალში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია სირიის რეკონსტრუქციაში, რომელიც სავარაუდოდ ათობით მილიარდი დოლარი დაჯდება. სირია გასულ წელს შეუერთდა ჩინეთის „სარტყელი და გზის ინიციატივას“, რომლითაც პეკინი საკუთარ გავლენას აფართოებს განვითარებად რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მეშვეობით.
აქამდე ასადი ჩინეთში ერთხელ არის ნამყოფი 2004 წელს.