ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთმა სის "დიქტატორად" მოხსენიებისთვის გერმანიას უსაყვედურა


ჩინეთმა გერმანიას უსაყვედურა მას შემდეგ, რაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრეზიდენტ სი ძინპინს „დიქტატორი“ უწოდა. ორშაბათს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასეთი სახელის დარქმევას „აბსურდი“ და „ღია პოლიტიკური პროვოკაცია“ უწოდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანანელა ბაერბოკმა კომენტარები გასულ კვირაში, „ფოქს ნიუსთან“ პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს გააკეთა, როდესაც უკრაინაში რუსეთის ომზე კითხვა დაუსვეს.

„პუტინი თუ ამ ომში გაიმარჯვებს, ეს როგორი ნიშანი იქნება მსოფლიოში სხვა დიქტატორებისთვის, როგორიცაა სი, ჩინეთის პრეზიდენტი?“ - თქვა მან.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა მაო ნინგმა თქვა, რომ ბაერბოკის შენიშვნები „უკიდურესად აბსურდული“ იყო და ჩინეთის პოლიტიკური ღირსება შელახა.

„ეს ღია პოლიტიკური პროვოკაციაა,“ თქვა მაომ მორიგ პრეს-ბრიფინგზე და დაამატა, რომ ჩინეთმა გერმანიას უსაყვედურა.

ბაერბოკი ჩინეთს ხმამაღლა აკრიტიკებს.

აგვისტოში მან თქვა, რომ ჩინეთი გამოწვევაა „იმ საფუძვლებისთვის თუ როგორ ვცხოვრობთ ჩვენ მსოფლიოში ერთად.“ უფრო ადრე, ჩინეთში მოგზაურობის ასპექტები აღწერა, როგორც „შოკისმომგვრელზე მეტი“ და თქვა, რომ ჩინეთი სავაჭრო პარტნიორის ნაცვლად სულ უფრო მეტად სისტემური მეტოქე ხდება.

ივნისში, მას შემდეგ რაც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა დაასრულა ჩინეთში ვიზიტი, რომელიც კავშირების სტაბილიზაციისკენ იყო მიმართული, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც სი „დიქტატორად“ მოიხსენია.

XS
SM
MD
LG