კონგრესში რესპუბლიკელებმა ბაიდენის იმპიჩმენტის მოკვლევის პირველი მოსმენა 28 სექტემბერს ჩანიშნეს

პრეზიდენტის ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის გამოძიების თაობაზე, კონგრესის რესპუბლიკელები პირველი მოსმენის გამართვას მომავალ კვირას გეგმავენ.

მოსმენა, რომელიც 28 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი, სავარაუდოდ, ფოკუსირებული იქნება "კონსტიტუციურ და სამართლებრივ კითხვებზე", რომლებიც ეხება ბაიდენის ბრალდებებს მისი შვილი ჰანტერის უცხოურ ბიზნესში ჩართულობის შესახებ. ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის წევრმა განაცხადა.

ასევე ნახეთ: ჯო ბადენი შესაძლო იმპიჩმენტის წინაშე

პალატის სპიკერის კევინ მაკკარტის მეთაურობით, რესპუბლიკელები ბოლო კვირების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ბაიდენის ქმედებები ვიცე-პრეზიდენტის დროიდან აჩვენებს "კორუფციის კულტურას" და რომ მისმა შვილმა გამოიყენა "ბაიდენის ბრენდი" უცხოელ კლიენტებთან თავისი ბიზნესის გასაუმჯობესებლად.

სპიკერმა ასევე თქვა, რომ საზედამხედველო კომიტეტის რესპუბლიკელი წარმომადგენელი ჯეიმს კომერი, გეგმავს ჰანტერ ბაიდენისა და პრეზიდენტის ძმის ჯეიმს ბაიდენის კონგრესში დაბარებას პირადი ჩვენების მისაცემად. მათ ასევე სთხოვენ საქმიან საბანკო ჩანაწერებს. მაკკარტიმ კომერი საიმპიჩმენტო მოსმენის ხელმძღვანელად დანიშნა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ ჯორდანთან და მარეგულირებელი კომიტეტის თავმჯდომარე ჯეისონ სმიტთან კოორდინაციით.

თეთრმა სახლმა საპრეზიდენტო კამპანიის შუაგულში რესპუბლიკელების პალატის მცდელობებზე განაცხადა, რომ ეს არის "ექსტრემალური პოლიტიკა მის უარეს მდგომარეობაში".

„პოლიტიკური ხრიკებით მოსმენის მოწყობა ბოლო დღეებში, სანამ ისინი მთავრობას დახურავენ, ცხადყოფს მათ ნამდვილ პრიორიტეტებს: მათთვის უსაფუძვლო პირადი თავდასხმები პრეზიდენტ ბაიდენზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მთავრობის დახურვის თავიდან აცილება და ის ტკივილი, რომელიც ამერიკულ ოჯახებს მიადგებათ.“ ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა იან სამსმა სამშაბათს განაცხადა.