ნობელიანტი ფილიპინელი ჟურნალისტი მარია რესა, რომელმაც პრესტიჟული პრემია 2021 წელს რუს ჟურნალისტ დმიტრი მურატოვთან ერთად გაიყო ამბობს, რომ დემოკრატია მსოფლიოს გარშემო გამოწვევის წინაშეა.
“სიმართლისთვის ბრძოლა და ჟურნალისტიკის გამარჯვება კი ამ ბრძოლის ეპიცენტრშია,” - თქვა მან 5 სექტემბერს, ქალაქ ვაშინგტონის ნაციონალურ პრეს კლუბში გამოსვლისას.
“ზუსტი ფაქტების [ცოდნის] გარეშე, ვერ ვენდობით ვერც არჩევნებს”-თქვა მან და დასძინა, რომ კრიზისს ტექნოლოგიური “არმაგედონი” ამწვავებს. ამას კი კიდევ უფრო ამძიმებს გენერაციული ხელოვნური ინტელექტი.
ასევე ნახეთ: ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ჟურნალისტებმა მიიღესსახელგანთქმულმა ჟურნალისტმა განმარტა, თუ როგორ მანიპულირებს ტექნოლოგიები ადამიანის ცნობიერებით და რომ გადამოწმებული ფაქტების არქონა, რასაც ელექტრონული პლატფორმებით მცდარი ინფორმაციის გავრცელება უწყობს ხელს, მთელს მსოფლიოში დემოკრატიას პრობლემას უქმნის.
"ფრიდომ ჰაუსის" ინფორმაციით, მსოფლიოში, თავისუფლების ინდექსი ბოლო 17 წელია იკლებს. პრესის თავისუფლებაზე თავდასხმას კი ავტორიტარული რეჟიმების მეთოდია დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში. რესას დაარსებულ მედია საშუალება “რაპლერს” ფილიპინების მთავრობა წლებია დევნის.
“ვერ გადავწყვეტთ გლობალურ ეგზისტენციურ პრობლემებს, თუ ფაქტების ნამდვილობისთვის ბრძოლას არ მოვიგებთ. მომავალი ჩვენს ხელშია,” - განაცხადა მარია რესამ.