პარასკევს კემპ-დევიდში გამართულ სამიტზე შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა და იაპონია პირობას დებენ, რომ კრიზისის მომენტებში ერთმანეთთან კონსულტაციას გაივლიან ჩინეთის გავლენის ზრდის ფონზე, აცხადებენ ოფიციალური პირები.
Your browser doesn’t support HTML5
ვალდებულება, რომელიც ფორმალური ალიანსი არ არის აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის კემპ-დევიდში უცხოელი ლიდერებისთვის გამართული სამიტის ცენტრალური ნაწილი იქნება. ის მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს სეულისა და ტოკიოსთვის, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ უნდობლობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ.
ბაიდენი სამხრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სუკ იოლს და იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას პარასკევს შეხვდება, სადაც მათ რამდენიმე საათი ექნებათ სტრატეგიის განსახილველად, თუ როგორ მართონ დაძაბულობა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.
სამიტზე მოსალოდნელია ერთობლივი განცხადებების სერია, მათ შორის, კრიზისული ცხელი ხაზის შექმნის ვალდებულებები, განვითარებად ტექნოლოგიებზე ერთობლივი მუშაობა და ყოველწლიური შეხვედრები.