სამხრეთ უკრაინაში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურს საფრთხეს უქმნის, თუმცა ახლა ობიექტზე მდგომარეობა კონტროლის ქვეშაა, ამის შესახებ უკრაინის ატომური ენერგიის სახელმწიფო სააგენტომ განაცხადა.
ატომური ენერგიის კონტროლის გაეროს სააგენტომ - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ "ტვიტერზე" დაწერა, რომ ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან, მაგრამ ბირთვულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პირდაპირი რისკი სადგურზე არ არსებობს.
ასევე ნახეთ: რუსმა სამხედროებმა კახოვკის ჰესის კაშხალი ააფეთქესთუმცა "ენერგოატომის" თქმით, კახოვკის რეზერვუარში წყლის დონე სწრაფად იკლებს, რაც დამატებით საფრთხეს უქმნის რუსების მიერ კონტროლირებად - ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს. ის სამხრეთ უკრაინაში მდებარეობს. რეაქტორების გასაგრილებლად და უსაფრთხოების სხვა ზომების უზრუნველსაყოფად წყალი მას სწორედ ამ რეზერვუარიდან მიეწოდებოდა. "ენერგოატომის" ცნობით, დილის 8 საათისთვის სადგურის გასაგრილებელი ავზი სრულად იყო შევსებული და წყლის დონე 16.6 მეტრია, რაც სადგურის საჭიროებებისთვის საკმარისია.
საბჭოთა კავშირის დროს აშენებული კახოვკის ელექტროსადგური რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. უკრაინის "ენერგოატომი" ამბობს, რომ რუსებმა კაშხალი ააფეთქეს. უკრაინული და რუსული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ მომხდარ აფეთქებაში, რომელმაც კაშხლის ნაგებობა დააზიანა.
Your browser doesn’t support HTML5