ლატვიური მედიის ცნობით, ქალაქ რიგის ძეგლების სააგენტომ პოეტ ალექსანდრე პუშკინის ძეგლი, რომელიც დედაქალაქის პარკ კრონვალდში იდგა, საწყობში გადაიტანა, რათა მოგვიანებით მხატვართა კავშირის მუზეუმს გადასცეს.
როგორც მედია იუწყება, ქანდაკების აღების გადაწყვეტილება უკავშირდება, 2009 წელს რიგის ისტორიული ცენტრის შენარჩუნების და განვითარების საბჭოს და კულტურული ძეგლების დაცვის სახელმწიფო ინსპექციის რეკომენდაციას.
ასევე ნახეთ: ესტონეთი რუსულენოვან ქალაქში საბჭოთა მემორიალებს ხსნის2023 წლის დასაწყისში, რიგის საკრებულოს ძეგლების საბჭომ, რუსი პოეტის ძეგლის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო და ამ გადაწყვეტილებას რიგის საკრებულოს კოალიციაშიც მხარი დაუჭირეს.
უფრო ადრე, რიგის საკრებულოს ძეგლების საბჭომ, ქალაქის საზღვრებში არსებული 6 საბჭოთა პერიოდის ძეგლის მოხსნას ან გადატანას დაუჭირა მხარი, რადგან ის „საბჭოთა რეჟიმს ადიდებდა.“
2022 წლის ზაფხულში, ლატვიის სეიმმა მიიღო კანონი „საბჭოთა და ნაცისტური რეჟიმების მადიდებელი ობიექტების გამოფენის აკრძალვის და ლატვიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მათი აღების შესახებ.“ დოკუმენტის თანახმად, ასეთი ძეგლები 15 ნოემბრამდე უნდა აიღონ. ამ სიაში 69 ძეგლია.
გასული წლის, აგვისტოს ბოლოს, ლატვიის ხელისუფლებამ აიღო საბჭოთა არმიის მებრძოლების - საბჭოთა ლატვიის და რიგის გერმანელი ფაშისტებისგან განმათავისუფლებელთა ძეგლი. დაუგავპილსში კი საბჭოთა მეომრების ორი ძეგლი აიღეს.
თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებში მოხსნილ საბჭოთა სამხედრო ძეგლებს, თავის ტერიტორიაზე აღადგენს.