კანადის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჰალიფაქსში ადგილობრივი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის მიზეზი ხანძრებია, რომელთა შედეგადაც მოქალაქეთა ევაკუაცია გახდა საჭირო, მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგიაც. შესაბამისმა უწყებებმა სკოლების დახურვის გადაწყვეტილებაც მიიღეს.
ასევე ნახეთ: ტეხასში ქიმიკატების ქარხანა მესამე დღეა იწვისჰალიფაქსის რეგიონულმა მუნიციპალიტეტმა ხანძრის ზონიდან ევაკუირებულთათვის სპეციალური დროებითი თავშესაფრები გახსნა. ევაკუაციის ბრძანება სავალდებულოა და მას ყველა მოქალაქე უნდა დაემორჩილოს, ვინც კონკრეტულ ტერიტორიაზე ცხოვრობს თუ საქმიანობს.
ტყის ხანძრების ჩაქრობას და სამაშველო სამუშაოებს ხელს გამხმარი ხეების რაოდენობა და ძლიერი ქარიც უშლის.
უჩვეულოდ თბილი გაზაფხული იყო წელს კანადის დასავლეთშიც, ალბაერტაში, სადაც ორშაბათს არჩევნები ტარდება და ბრიტანული კოლუმბია. ტყის ხანძრებმა გაზისა და ნავთობის წარმოებაც კი შეაფერხა. თუმცა მათი გაკონტროლება მეტ-ნაკლებად მოხერხდა და საწარმოო საქმიანობაც აღდგა.