შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთი მილერმა 22 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების დრო არ არის.
ასევე ნახეთ: „ოცნება“ ემზადება იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს“მილერის თქმით, ამ ნაბიჯის შედეგად, შესაძლოა საქართველოს აეროპორტებში კომპანიები სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.
„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. ჩვენ, მთელი დასავლური თანამეგობრობა, ამ რეჟიმთან ვდისტანცირდით და ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის“, განაცხადა მილერმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე აქვს თუ არა მას ინფორმაცია იმაზე, თუ როდის შეიძლება სახელმწიფო დეპარტამენტმა ფრენების აღდგენაზე ქმედითი რეაქცია გააკეთოს, მილერმა თქვა, რომ მას ეს ინფორმაცია არ აქვს.