რესპუბლიკელი სენატორები ამერიკის ვალის ზედა ზღვრის გაზრდას სხვა პრიორიტეტებზე მუშაობის გარეშე არ ეთანხმებიან

43 რესპუბლიკელი სენატორისგან შემდგარმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ისინი არ დაუჭერენ მხრს კანონპროექტს, რომელიც ამერიკაში ვალის ზედა ზღვრის გაზრდას გულისხმობს და არ მოიაზრებს სხვა პრიორიტეტულ საკითხებთან გამკლავებას. ეს წერილი მათ სენატის უმრავლესობის ლიდერ დემოკრატ ჩაკ შუმერს გაუგზავნეს

რესპუბლიკელები ამბობენ, რომ ამერიკული ეკონომიკა "თავისუფალ ვარდნაშია". ამ ჯგუფში არიან სენატორი მაიკ ლი, უმცირესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი და სხვები. ისინი ამბობენ, რომ მოლაპარაკებებისთვის საწყისი წერტილი "მნიშვნელოვანი ხარჯვა და საბიუჯეტო რეფორმები" უნდა იყოს.

მაკკონელის, შუმერისა და სხვა კანონმდებლების ადმინისტრაციას ამ თემაზე ჯერ ჟურნალისტებთან არ უსაუბრიათ.

წერილს ხელს არ აწერს ზოგიერთი ე.წ. ზომიერი რესპუბლიკელი, მაგალითად სენატორები მიტ რომნი, ლიზა მურკოვსკი და სიუსან კოლინსი.

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბოლო დღეების განმავლობაში რესპუბლიკელებს ამგვარი მუქარის გამო აკრიტიკებდა. პრეზიდენტი კონგრესის 4 ლიდერს სამშაბათს შეხვდება და მათთან ხარჯვით პრიორიტეტებს განიხილავს. თუმცა რეპუბლიკელების განცხადებთ, არსებობს რისკი, რომ პარტიამ დაბლოკოს კანონი, რომელიც მხოლოდ საკრედიტო ლიმიტის გაზრდას იგულისხმებს.

პალატამ აპრილის ბოლოს გამოსცა ახალი კანონი, რომლის თანახმადაც, მთავრობის 31.4 ტრილიონი ვალის ზღვარი კიდევ უფრო გაზარდა. ეს მოიცავს ხარჯვითი ნაწილის მნიშვნელოვან შეკვეცას მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. თუმცა სავარაუდოდ, მას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.