რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთით, ხერსონის რეგიონზე კიდევ ერთი იერიში განახორციელა. დაბომბილია რკინიგზის სადგური და ადგილობრივი ჰიპერმარკეტი, ასევე მახლობლად მდებარე სოფლები.
უკრაინის პროკურატურის ცნობით, საარტილერიო იერიშის შედეგად დაღუპულია ჰიპერმარკეტში მყოფი სამი მოქალაქე. ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ხერსონის რკინიგზაზე მიტანილ იერიშსაც. ახლოსმდებარე სოფლებში კი თავდასხმის შედეგად სამი მოქალაქე დაიღუპა. ისინი ენერგეტიკული ობიექტების შეკეთებაზე მუშაობდნენ. კიდევ ერთ დასახლებაზე იერიშს ემსხვერპლა ერთი მამაკაცის სიცოცხლეს.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ჰიპერმარკეტში მსხვერპლი ან კლიენტები იყვნენ, ან მისი თანამშრომლები. "როცა მტერი ბრძოლის ველზე ვერაფერს აღწევს, ის მშვიდობიან ქალაქებს უტევს", - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერმა სერჰი ჩერევატიმ.
ხერსონის რკინიგზაზე კი სავარაუდოდ სამი თავდასხმა მოხდა. დარუპულთა გარდა, არიან დაშავებულებიც.
"ჩვენ ვერ გვექნება მოლაპარაკებები რუს მკვლელებთან. ისინი უნდა გასამართლდნენ ან განადგურდნენ", - თქვა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ.
ასევე ნახეთ: რუსეთი უკრაინას კრემლზე დრონით თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებსბოლო დღეების განმავლობაში რუსეთმა უკრაინულ ქალაქებზე საჰაერო იერიშები განაახლა. ხერსონი უკრაინამ გასული წლის ნოემბერში, 8-თვიანი რუსული ოკუპაციისგან გაათავისუფლა. ეს ზონა თითქმის გამუდმებით საჰაერო იერიშების სამიზნეა, რუსული საოკუპაციო ძალები ქალაქს და მის შემოგარენს მდინარე დნიპროს მეორე სანაპიროდან უტევენ. რეგიონის გუნერნატორმა პარასკევიდან ორშაბათამდე გადაადგილების შეზღუდვის შესახებ განაცხადა, თუმცა ამის კონკრეტული მიზეზები არ დაუსახელებია.
როგორც ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ პროკუდინმა განაცხადა ოთხშაბათს, კომენდანტის საათი 5 მაისის საღამოდან 8 მაისის დილამდე იმოქმედებს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ეს იმისთვის კეთდება, რომ სამართალდამცავ ორგანოებს დაეხმარონ მათ მუშაობაში.
"ამ 58 საათის განმავლობაში აკრძალულია გადაადგილება და ქალაქის ქუჩებში ყოფნა. ასევე იკრძალება ქალაქში შესვლა და გასვლა“, - განაცხადა პროკუდინმა.