პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ჯარი კვლავ იბრძვის ბახმუტისთვის, თუმცა არ გამორიცხა, რომ გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში უკრაინულმა ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქი დატოვოს.
უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ პოლონეთშო იფიციალური ვიზიტის დროს ისაუბრა. მან პოლონელ კოლეგას და დასავლეთს, „ისტორიული“ მნიშვნელობის დახმარებისთვის, მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
ზელენსკი აცხადებს, რომ ბახმუტში უკრაინუის ძალები მძიმე ვითარების წინაშე აღმოჩდა და კიევმა მათ დასაცავად შესაძლოა „შესაბამისი“ გადაწყვეტილებები მიიღოს.
ასევე ნახეთ: რინკევიჩი: ვინც ფიქრობს, რომ უკრაინის დახმარება ესკალაციაა, ძალიან ცდება„ჩვენ ბახმუტში ვართ და მტერი მას არ აკონტროლებს“, - თქვა ზელენსკიმ და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინული ძალები, რუსული ჯარების უკუგდებას ცდილობს და ხშირ შემთხვევაში წარმატებით.
გასულ კვირას, რუს დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფ „ვაგნერის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქალაქ ბახმუტის ცენტრს აკონტროლებდნენ, თუმცა მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ოფიციალურმა კიევმა უარყო.
„ჩემთვის მთავარია, არ დავკარგოთ ჩვენი ჯარისკაცები და რა თქმა უნდა, თუ იქნება კიდევ უფრო ცხელი მოვლენების მომენტი და საშიშროება, იქ შესაბამის, სწორ გადაწყვეტილებებს გენერლები მიიღებენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მიმომხილველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ამ სიტყვებით ბახმუტიდან უკრაინული ძალების გაყვანის იდეაზე მიანიშნა. ბოლო თვეების განმავლობაში ბრძოლა ბახმუტისთვის ყველაზე მწვავე და დიდი მსხვერპლის მომტანი აღმოჩნდა ორივე მხარისთვის. ანალიტიკოსთა ნაწილი ბახმუტს სტრატეგიულ და სამხედრო მნიშვნელობაზე მეტად, სიმბოლურ მნისვნელობას ანიჭებს.