შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორატმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის გლობალური რისკების ჩამონათვალი გამოაქვეყნა. დოკუმენტში ცალკე თავად არის შეყვანილი რუსეთი, რომელშიც მიმოხილულია მოსკოვის მიერ დაწყებული არაპროვოცირებული ომი უკრაინაში, ურთიერთობები დასავლეთთან, ჩინეთთან, მისი საყურადღებო გავლენის ოპერაციები და ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში გაშლილი საქმიანობა.
დოკუმენტის თანახმად, კონფლიქტის ესკალაცია უკრაინაში ბოლო დეკადების მანძილზე დიდ საფრთხეს წარმოშობს რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობაში. მოსკოვი ამერიკისთვის ძლიერ და ნაკლებ პროგნოზირებად გამოწვევად რჩება მომავალი დეკადის მანძილზე სხვადასხვა სფეროში, თუმცა თვითონვე აღმოჩნდება სხვადასხვა შეზღუდვების წინაშე.
ასევე ნახეთ: ვის მხარესაა დრო ომში? - ინტერვიუ კანადელ გენერალთანაქვე აღნიშნულია, რომ რუსეთს სავარაუდოდ არ სურს პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი შეერთებულ შტატებთან და ნატოს ძალებთან, თუმცა პოტენციურად ეს შეიძლება მოხდეს. ამ დრომდე რუსეთის ლიდერები ცდილობდნენ ეს კოფლიქტი უკრაინის საზღვრებს არ გასცდენოდა, თუმცა ესკალაციის რისკი არსებობს. ასევე, არსებობს ცხადი შესაძლებლობა, რომ რუსეთის წარუმატებლობამ უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტს ავნოს ქვეყნის შიგნით, რაც გამოიწვევს რუსეთის მიერ დამატებით ბიძგებს ესკალაციისკენ, რათა მან შიდა საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვოს.
ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში რუსეთი გააგრძელებს ჩვეულ მოქმედებებს გავლენის მოსაპოვებლად. "ვაგნერის ჯგუფი" - რუსეთის კერძო სამხედრო დაჯგუფება - გააგრძელებს მოქმედებას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სირიასა და მალიში გავლენის მოსაპოვებლად. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში კი მოსკოვს ახლა, 2020 წელთან შედარებით ბელარუსში და 2022 წელს ყაზახეთში ჩარევისგან განსხვავებით, ნაკლები საშუალება ექნება ადგილობრივ დონეზე ოპოზიციური ხმების ჩახშობისას, სხვებს საკუთარი აზრი მოახვიოს თავს.