„მივიღეთ მონაცემები ადამიანთა მასობრივი სიკვდილით დასჯის, სისასტიკეების, ხოცვა-ჟლეტების შესახებ, რომლებიც ჩადენილია დამპყრობელი ძალის მიერ მის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე“- ეს არის ამონარიდი დოკუმენტიდან, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს დაიწერა და მისი ხელმომწერები სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი იყვნენ.
1943 წელს, როცა ჯერ კიდევ უცნობი იყო როგორ დასრულდებოდა მეოცე საუკუნეში ყველაზე დიდი ომი, მოსკოვში მოკავშირე ძალების პირველი პირები შეიკრიბნენ და მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს. რამდენიმე დღიანი სამუშაო პროცესის შემდეგ მათ მიიღეს ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც „მოსკოვის დეკლარაციის“ სახელით არის ცნობილი.
"მოსკოვის დეკლარაცია"
ოთხპუნქტიან „მოსკოვის დეკლარაციას“ მოკავშირე სახელმწიფოები ამერიკის შეერთებული შეტატები, დიდი ბრიტანეთი, საბჭოთა კავშირი და ჩინეთი აწერენ ხელს.
დოკუმენტის პირველი პუნქტით განისაზღვა ქმედებები, რომლებითაც მოკავშირე სახელმწიფოები „მტრის წინააღმდეგ“ კოორდინირებულად იმოქმედებდნენ.
პირველი პუნქტი შვიდი ქვეპუნქტისგან შედგება. ის განსაზღვრავს ვალდებულებებს, რომლებსაც ხელმომწერი ქვეყნები იღებენ და საუბრობს საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის საჭიროებაზე, რომელიც ყველა ქვეყნის, დიდის თუ პატარის უსაფრთხოებას და მშვიდობას დაიცავს.
დეკლარაციის ხელმომწერმა ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება, რომ არ განათავსებდნენ ჯარებს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე. დოკუმენტის მეორე და მესამე პუნქტები ავსტრიასა და იტალიას ეხება, მეოთხე კი ომის დანაშაულებს.
„განცხადება სისასტიკეების შესახებ“
ასეა დასათაურებული დოკუმენტის ბოლო, მეოთხე პუნქტი, რომელსაც ხელი არ მოაწერა ჩინეთმა. სამი ქვეყნის ლიდერი მაშინ ამბობდა, რომ „ნაცისტური გერმანიის“ ქმედებები იქნებოდა გამოძიებული, დამნაშავე პირები კი გასამართლდებოდნენ კანონის მთელი სიმკაცრით.
„ნაცისტური გერმანიის სისასტიკე ახალი არ არის. ყველა ტერიტორია, რომელსაც ის აკონტროლებს, არის ტერორის ქვეშ. განმათავისუფლებელი ძალების წინსვლის პირობებში, ჰიტლერის ძალები აორმაგებენ თავიანთ დაუნდობელ სისასტიკეს. ამას ადასტურებს, საბჭოთა კავშირის, იტალიისა და საფრანგეთის ჰიტლერის ჯარებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აღმოჩენილი დანაშაულები“ - წერია დოკუმენტში.
„მოსკოვის დეკლარაციის“ მეოთხე პუნქტი განმარტავს, რომ ნაცისტური გერმანიის წარმომადგენლები, მაღალი თანამდებობის პირები თუ რიგითი სამხედროები გასამართლდებოდნენ ჩადენილი დანაშაულისთვის, იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, სადაც დანაშაული იქნა ჩადენილი.
Your browser doesn’t support HTML5
ამისთვის კი შედგებოდა დეტალური სიები იმ პირთა შესახებ, რომელთა ბრძანებითა თუ უშუალო ჩართულობით მოხდა სხვადასხვა სასტიკი ქმედება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. „ დანაშაულებს, რომლებსაც არ გააჩნიათ კონკრეტული გეოგრაფიული ადგილი, დაისჯებიან მოკავშირე ქვეყნების მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე“ - წერია განცხადებაში.
Your browser doesn’t support HTML5
სწორედ 1943 წელს მიღებული „მოსკოვის დეკლარაცია“ დაედო საფუძვლად ახალი საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის შექმნას, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ნაცისტური გერმანიის წარმომადგენლები გაასამართლა. ეს სამხედრო ტრიბუნალი „ნიურნბერგის პროცესის“ სახელით არის ცნობილი.
სამხედრო ტრიბუნალი - ნიურნბერგის პროცესი
ტრიბუნალის შექმნა რთული პროცესი იყო, რადგან მოკავშირე ქვეყნების სამართლებრივი ტრადიციები და პრაქტიკა, ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. განსხვავებული იყო სახელმწიფოთა მოთხოვნებიც. მაგალითად დიდი ბრიტანეთი ნაცისტური გერმანიის მაღალი თანამდებობის პირების სიკვდილით დასჯას ითხოვდა.
ბევრი განსხვავების მიუხედავად ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და საბჭოთა კავშირი ერთობლივ წესებზე შეთანხმდნენ. 1945 წლის აგვისტოში ლონდონში ხელი მოეწერა სამხედრო ტრიბუნალის წესდებას. მოკავშირეთა მხრიდან შეირჩნენ მოსამართლეები და მათი მოადგილეები. მსაჯულები იყვნენ დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, საბჭოთა კავშირიდან და საფრანგეთიდან.
Your browser doesn’t support HTML5
სხდომები გერმანიაში ქალაქ ნიურნბერგში იმართებოდა. პირველი სასამართლო სხდომა 1945 წლის 20 ნოემბერს გაიმართა, ბოლო კი 1946 წლის ოქტომბერში. სხდომები ნომერ 600 სასამართლო ოთახში იმართებოდა. სასამართლოს შენობა კი, რომელიც ომის დროს დაზიანდა, ისტორიული წყაროების მიხედვით, გერმანელ პატიმრებს გაარემონტებინეს. სასამართლოს შენობას ესაზღვრებოდა ციხეც, სადაც ომის დანაშაულებში ბრალდებული მაღალი თანამდებობის პირები ჰყავდათ მოთავსებული.
Your browser doesn’t support HTML5
ნიურნბერგის პროცესზე გასამართლდნენ მესამე რაიხის პოლიტიკური, სამხედრო, ფინანსური, იდეოლოგიური და პროპაგანდუსტული უწყებების ხელმძღვანელები, ასევე გესტაპოსა და გენშტაბის წარმომადგენლები. საერთო ჯამში გასამართლებულ იქნა 24 პირი. მათი უმრავლესობა სიკვდილით დასაჯეს, ნაწილს კი სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, ზოგიერთმა თავი მოიკლა.
ნაცისტური გერმანიის მაღალი თანამდებობის პირთა მიმართ ბრალდებათა სია ვრცელი იყო, იქნებოდა ეს: აგრესიის ომის წარმოება, სამხედრო ტყვეების, მოსახლეობის მასობრივი წამება თუ მკვლელობა, სახელმწიფო და კერძო საკუთრების ძარცვა, სამოქალაქო ობიექტების, დასახლებული პუნქტების მიზანმიმართული განადგურება, პოლიტიკური, რასობრივი თუ რელიგიური მოტივებით მოსახლეობის დევნა და მკვლელობა და სხვა.
ნიურნბერგის პროცესები საერთაშორისო სასამართლოს ჩამოყალიბების საწყისად ითვლება. სპეციალისტები მას განიხილავენ, როგორც მნიშვნელოვან პრცედენტს, ომის დანაშაულების, მათ შორის, გენოციდის გამოძიებისთვის.
ასევე ნახეთ: რას ნიშნავს ომის დანაშაული?ნიურნბერგის პროცესზე და მას შემდეგ სამართალწარმოებაში გაჩნდა ახალი ტერტმინი სამხედრო დანაშაული, ომის დანაშაული, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, გენოციდი და სხვა.
"ნიურნბერგის პრეცედენტი" - უკრაინა
საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმდა, რომ ჰუმანიტარულ სამართალში ომის დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს და მისი აღსრულდება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. ამას მოწმობს 2022 წლის დეკემბერში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის თანამშრომელი, იმრაგ გურხნერი, 97 წლის ასაკში სცნო დამნაშავედ.
ასევე ნახეთ: ნაცისტური ბანაკის ყოფილი თანამშრომელი 97 წლის ასაკში ომის დანაშაულებების ჩადენაში ცნეს დამნაშავედმაშინ როცა დღეს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი „არაპროვოცირებული“ „სასტიკი“ ომი მიმდინარეობს, კიევში ამბობენ, რომ წარსული მაგალითებიდან გამომდინარე, უნდა შეიქმნას ტრიბუნალი, რომელიც უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებს შეისწავლის. ილინოისის შტატის ამერიკელი სენატორი ამბობს, რომ რუსეთს „იგივე სტანდარტებით უნდა მოვექცეთ, როგორც ეს ნაცისტური გერმანიის შემთხვევაში მოხდა.
Your browser doesn’t support HTML5
სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე, ვიქტორია ნულანდი ამბობს, შედეგს გაზაფხული, ზაფხულისთვის უნდა ველოდოთ. კიევი ამბობს, რომ ამ დროისათვის, 65 000-ზე მეტი ომის დანაშაულია გამოვლენილი და ისინი მოწმეთა ჩვენებებით და მტკიცებულებებითაა გამყარებული.