ბაიდენის ადმინისტრაცია უკანონო მიგრაციის სამართავად ახალ ზომებს აცხადებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს გამოაცხადა რამდენიმე ზომა, რომლელიც უსაბუთო მიგრანტების შეერთებულ შტატებში მექსიკიდან შემოდინების შეჩერებაზეა ორიენტირებული. ზოგიერთი ზომა ვენესუელა, ნიკარაგუა, კუბიდან და ჰაიტიდან ამერიკაში ლეგალური გზით შემოსვლის საშუალებას თვეში 30 000-მდე ადამიანს მისცემს.

ასევე ნახეთ: 2 წელი კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმიდან

პრეზიდენტის ინიციატივა საზღვრის დაცვის უწყებებს გაუადვილებს მიგრანტების ნაკადის სწრაფ მართვას და მათ საზღვრის მეორე მხარეს დაბრუნებას. ის ასევე ისახავს მიზნად მესამე ქვეყნებთან აღადგინოს შეთანხმებები, რომლის თანახმადაც ისინი შეერთებული შტატებისკენ მომავალ თავშესაფრის მაძიებლებს სთხოვენ იმის დადაწტურებას, რომ აღნიშნულმა ქვეყნებმა მათთავის უსაფრთხო თავშესაფრის უზრუნველყოფა ვერ შეძლეს.

თუმცა, დასახელებულ ოთხ ქვეყანაში ადამიანებს უფლება ექნებათ მიმართონ შეერთებულ შტატებს ქვეყანაში ლეგალური შემოსვლის ნებართვისთვის, ჰუმანიტარული პირობით. ასეთი პირობა ამჟამად ავღანეთიდან და უკრაინიდან ამერიკაში ზოგიერთი ლტოლვილის მისაღებად გამოიყენება.

ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ეს იქნება ერთგვარი გეგმა, რომელიც მიგრანტებს ლეგალურად შემოუშვებს შეერთებულ შტატებში მოწესრიგებული და უსაფრთხო გზით. იმიგრაციის დამცველებმა განაცხადეს, რომ ეს პოლიტიკა არასათანადოდ ზღუდავს თავშესაფრის უფლებას, რომელიც გარანტირებულია აშშ-სა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით.