იტალიის სასამართლომ სამშაბათს მეორედ გადადო მოსმენა იმის შესახებ, გადასცემდა თუ არა ბელგიას სილვა პანზერის, რომელიც ეჭვმიტანილია "ყატარის გრაფტის" სკანდალში, რომელმაც ევროკავშირი შეძრა. ბრალდების თანახმად, პანზერი ყატარის მთავრობისგან ძვირფასიანი საჩუქრებს იღებდა იმისთვის, რომ ყატარის სასარგებლოდ ევროკავშირის ქვეყნების გადაწყვეტილებაზე ემოქმედა.
ასევე ნახეთ: კატარი - FIFA-ს არც პირველი და არც უკანასკნელი შეცდომაქალაქ ბრეშიაში სააპელაციო სასამართლომ მის ბელგიაში ექსტრადიციაზე გადაწყეტილების მიღება თავდაპირველად მას შემდეგ გადადო, რაც მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს ბელგიის ციხეების გადატვირთულობის გამო.
მოსამართლეებმა ბელგიისგან მოითხოვეს ინფორმაცია ციხის სისტემის შესახებ, მაგრამ სამშაბათს ხელახლა მოწვეულ მოსმენაზე მათ განაცხადეს, რომ ჯერ არ მიუღიათ საჭირო ინფორმაცია და სხდომა 16 იანვრამდე გადადეს.
პანზერის დაკავებამდე, გამომძიებლებმა, ორ დღეში ჩხრეკის დროს 19 სახლი და ევროპარლამენტის ოფისი გაჩხრიკეს. რეიდების შედეგად ამოღებული იქნა 1,5 მილიონი ევრო. აქედან 600 000 ევროს ნაღდი ფულის სახით ეჭვმიტანილის სახლიდან ამოიღეს, რამდენიმე ასეული ათასი ევრო კი ჩემოდანში ბრიუსელის სასტუმროს ნომერში და 150 000 ევრო ევროპარლამენტის წევრის კუთვნილ ბინაში.
38 წლის პანზერი ევროკავშირის ყოფილი დეპუტატის პიერ ანტონიო პანზერის ქალიშვილია, რომელსაც ბრიუსელის პროკურორები სავარაუდო კორუფციის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ მიიჩნევენ. ბრადლებული რაიმე სახის კანონდარღვავას უარყოფს.