“დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში რეალურია და ის გრძელდება" - კონგრესმენი კიტინგი
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით, შეერთებული შტატების სენატის შემდეგ, განცხადებები ახლა უკვე წარმომადგენელთა პალატაში გაკეთდა. კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ სხდომაზე, კავკასიის მიმართ შეერთებული შტატების პოლიტიკა განიხილეს.