ხერსონის რეგიონის გუბერნატორი ამბობს, რომ 25 ნოემბერს, რუსეთის მხრიდან "უწყვეტი დაბომბვების" გამო, რამდენიმე საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაცია გახდა საჭირო. კიდევ ერთი ოფიციალური პირის ცნობით, ამავე დღეს, დაბომბვებს ათობით ადამიანი ემსხვერპლა.
ასევე ნახეთ: "რუსეთი ჩვენ ვერ გაგვტეხს" - ზელენსკიჰალინა ლუჰოვა, ქალაქ ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური ამბობს, რომ ხერსონის 15 მცხოვრები, რუსეთის დაბომბვას ემსხვერპლა, 35 კი დაიჭრა, მათ შორის, ბავშვიც. ლუჰოვას თქმით, დაბომბვისას რამდენიმე კერძო სახლი და მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.
გუბერნატორი იაროსლავ იანუშევიჩი კი ამბობს, რომ პაციენტების ნაწილი, ხერსონის რეგიონული დაწესებულებებიდან, მიკოლაევში გადაიყვანეს. მისი თქმით, მათ შორის იყვნენ ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტებიც. 100 მათგანი მკურნალობას ოდესაში განაგრძობს. გუბერნატორის თქმით, ევაკუირებული ადამიანები ხერსონში შესაძლოა მანამ არ დააბრუნონ, სანამ დაბომბვა არ შეწყდება.
იანუშევიჩი ამბობს, რომ ხერსონის მცხოვრებლებს, რუსები შორი დისტანციის საჰაერო თავდასხმითი სისტემებით უტევენ და მათი სამიზნე სამოქალაქო ობიექტები და ინფრასტრუქტურაა. მისი თქმით, მოქალაქეებს შეუძლიათ ადგილობრივ მთავრობას ევაკუაციაში დახმარებისთვის მიმართონ.
ასევე ნახეთ: ბუქარესტში დაგეგმილ ნატოს მინისტერიალზე საქართველოცაა მიწვეულიუკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდომირ ზელენსკიმ თქვა, რომ ამ კვირის განმავლობაში, ხერსონს რუსები გამუდმებით უტევენ. იერიშები გრძელდება ქვეყნის სხვა ტერიტორიებზეც. დაზიანნებული, ან მწყობრიდან გამოსულია ელექტრომომარაგების სისტემებიც. ქვეყნის უდიდესი ნაწილი ელექტროენერგიის, წყლის და საწვავის გარეშეა დარჩენილი.
თუმცა, უშუალოდ ხერსონში, ორმა უკრაინულმა ოპერატორმა "კიივსტარმა" და "ვოდაფონმა", ორი ბაზის შეკეთება მოახერხეს და ახლა მოქალაქეებს მათი მეშვეობით კომუნიკაცია და მობილური ინტერნეტის გამოყენებაც შეუძლიათ.