კრემლი აცხადებს, რომ 30 სექტემბერს უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიას გეგმავს მას შემდეგ, რაც ამ რეგიონებში რუსეთმა, რეფერენდუმის გამართვის შესახებ განაცხადა. დასავლეთში კი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს განიხილავენ, „გამოგონილი“ რეფერენდუმების საპასუხოდ.
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ ცერემონიაში მონაწილეობას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მოსკოვის მიერ დანიშნული ლუჰანსკის, დონეცკის და ხერსონის რეგიონების ლიდერები მიიღებენ. ცერემონია მოსკოვის დროით 15:00 საათზე გაიმართება.
ასევე ნახეთ: კრემლი დონეცკის სრულად დაპყრობამდე ომის გაგრძელებას აპირებსრუსეთის მიერ მხარდაჭერილი რეგიონის ლიდერები კი ირწმუნებიან, რომ მოსახლეობა დიდი რაოდენობით უჭერს მხარს რუსეთში გაწევრიანებას, თუმცა რეფერენდუმი ომის, საარტილერიო თავდასხმების და რუსი ჯარისკაცების ავტომატების ქვეშ მიმდინარეობს. ამასთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის ნაწილმა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ტერიტორია დატოვა. დასავლეთის მთავრობები და გაერო, რეფერენდუმს საერთაშორისო კანონის დარღვევად მიიჩნევენ.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „არასდროს“ არ აღიარებს რუსეთის მცდელობას, მოახდინოს ამ რეგიონების რუსეთში შეყვანა და მოსკოვს საპასუხოდ სანქციების ახალ წყებას დაუწესებს. სანქციები, ვაშინგტონის განცხადებით. „რუსეთს მძიმე ეკონომიკური საფასური დაუჯდება, როცა ისინი ანექსირებას მოახდენენ“. ახალი სანქციების პაკეტზე მუშაობს ასევე ევროკავშირიც. ეს გაერთიანების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-8-ე პაკეტია.