"რეფორმების განხორციელების დონე არ არის დამაკმაყოფილებელი და არსებობს შეშფოთება საქართველოს მზაობის შესახებ, პროგრესი ჰქონდეს ევროატლანტიკურ გზაზე" - განცხადება ამის შესახებ, თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა.
ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, შესაძლებლობა ახლაა და საქართველომ ამ შესაძლებლობის გამოყენება უნდა მოახერხოს.
ასევე ნახეთ: რეპორტაჟი დარიალის ხეობიდან: რატომ გამორბიან რუსები საქართველოში?"ჩვენ შეშფოთებულნი ვართ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დაეტოვებინა აპრილის შეთანხმება. უნდა დაეწიოთ მატარებელს, ამისთვის კი საჭიროა, რომ მოემზადოთ და მოახდინოთ რეფორმების განხორციელება, რომლებსაც ჩვენ ვითხოვთ. არ ვიცით რა მოხდება, თუ არ მოემზადებით და ვერ დაეწევით ამ მატარებელს. შესაძლებლობები ახლაა და თქვენ უნდა მიიღოთ სარგებელი" - ამბობს კოლომინა.
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ მის ვიზიტს ორი მთავარი მიზანი აქვს, მათ შორის პირველი, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურებაა. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ მისი ვიზიტის კიდევ ერთი მიზანი, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებული შესაძლებლობის კიდევ ერთხელ გააზრებაა.
"ჩემი ვიზიტის მეორე მიზეზი, იმ შესაძლებლობის გააზრებაა, რომელიც მჯერა, რომ თქვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ახლა არსებობს, განსაკუთრებით ევროკავშირის გადაწყვეტილებისა და 12 რეკომენდაციის შემდეგ. 12 რეკომენდაცია ემთხვევა იმ 10 რეკომენდაციას, რომელიც ნატო-მ მისცა თქვენს ხელისუფლებას, არსებითი პაკეტის ფარგლებში. გვჯერა, რომ ეს არის ძალიან მკაფიო გზა, რომლისთვისაც რეკომენდაციები ძალიან მკაფიო ნიშნებია და ძალიან ვცდილობთ თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ ქვეყანა მზად იყოს, როდესაც მისთვის შესაძლებლობები გაჩნდება" - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.
ასევე ნახეთ: სენატორი კარდინი: ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება საქართველოს თავდაცვისთვის ფრონტის ხაზიაევროკავშირის მიერ, საქართველოს წინაშე წარდგენილი 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, საქართველოს პრეზიდენტსა და ხავიერ კოლომინას შორის გამართულ შეხვედრაზე. განცხადებას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა... შეხვედრისას განიხილეს ასევე, საქართველოს ევროპული პერსპექტივა, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება და ამ თვალსაზრისით, დეპოლარიზაციისა და დემოკრატიული რეფორმების გატარების მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერაა მხარდაჭერილი, რისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთოს დეპოლარიზაციისა და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებისათვის" - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.