4 ივლისს დამოუკიდებლობის დღესადმი მიძღვნილ აღლუმზე მისულ ოჯახებს თავდამსხმელმა ცეცხლი მახლობლად მდებარე შენობის სახურავიდან გაუხსნა. გარდაიცვალა 6 და დაიჭრა 36-ზე მეტი მოქალაქე. შემთხვევა ჩიკაგოს გარეუბანში, ჰაილენდ პარკში მოხდა.
თავდამსხმელი, რომელიც ადგილიდან მიიმალა, მოგვიანებით პოლიციას ჩაბარდა. ის პოლიციის ინფორმაციით 22 წლის რობერტ კრიმოა. თავდასხმამ დღესასწაული ჰაილანდ პარკის მცხოვრებლებისთვის, კოშმარად აქცია.
ამ თავდასხმიდან სულ რამდენიმე საათის შემდეგ ფილადელფიაში პოლიციის ორ ოფიცერს ესროლეს სწორედ მაშინ, როცა ათასობით ადამიანი 4 ივლისის ფოერვერკებს ადევნებდა თვალს. ორივე ოფიცერი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
მაისში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ტეხასის შტატის ქალაქ უვალდეს დაწყებით სკოლაში 19 ბავშვი და 2 მასწავლებელი მოკლა. მანამდე 10 დღით ადრე კი, ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბუფალოში თავდამსხმელმა 10 ადამიანი სურსათის მაღაზიაში მოკლა. მასობრივი მკვლელობები კიდევ ერთხელ ამწვავებს დისკუსიას ამერიკაში იარაღის კონტროლის საკითხებზე.
პოლიციის განცხადებით, მათ თავდამსხმელის მოტივების შესახებ ჯერ არაფერი იციან. დაჭრილთა ასაკი კი რვიდან 85 წლამდეა. დაჭრილებს შორის 5 ბავშვია.