ზელენსკი პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებისთვის მზაობას გამოთქვამს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს სიტყვით მიმართა, 23 მაისი, 2022 წელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ის ღია იქნება რუსეთთან მოლაპარაკების გასამართად, მაგრამ მხოლოდ პირდაპირი საუბრისთვის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიდეო ზარით საუბრისას ზელენსკიმ თქვა, რომ კონფლიქტიდან დიპლომატიური გამოსავლის პოვნის პოტენციალი არსებობს, თუ პუტინი „რეალობას გააცნობიერებს “.

ზელენსკიმ დასძინა, რომ მოლაპარაკებებში პირველი ნაბიჯი რუსული ძალების იმ პოზიციებზე უკან დაბრუნება უნდა იყოს, რომლებიც რუსულ ჯარს თებერვლის ბოლოს ჰქონდა დაკავებული სანამ უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს დაიწყებდა.

ბოლო კვირების განმავლობაში კონფლიქტის დასასრულებლად მოლაპარაკებების წარმოებაში პროგრესის არანაირი ნიშანი არ შეინიშნება. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს მოლაპარაკების სურვილის არქონაში.

საკუთარი მიმართვის დროს ზელენსკიმ მიუსამძიმრა სამშაბათს ტეხასის დაწყებით სკოლაში მასობრივი სროლის შედეგად დაღუპულ ბავშვთა ოჯახის წევრებს.

„როგორც ვიცი, დაიღუპა 21 ადამიანი, მათ შორის, 19 ბავშვი. საშინელებაა გყავდეს იარაღით მსროლელთა მსხვერპლი მშვიდობიან დროს“, თქვა ზელენსკიმ.