გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ გლობალური სურსათის უსაფრთხოების პრობლემა ვერ მოგვარდება უკრაინის სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და რუსული საკვებისა და სასუქის წარმოების აღდგენის გარეშე.
რუსეთის სამხედრო სტრატეგია უკრაინის ომში რუსეთის სამხედრო სტრატეგია უკრაინის ომშითებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ფინანსურ ბაზრებზე არასტაბილურობა გამოიწვია, მოიმატა ფასებმა და გაძვირდა ლოგისტიკაც. ეს კი პოტენციურად სირთულეებს ქმნის კოვიდ-19-ის შედეგად დაზიანებული ეკონომიკების აღდგენაში.
„ჩვენი ანალიზის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ომი ამძაფრებს სიტუაციას და აღრმავებს კრიზისს, რომელიც ძირს უთხრის მსოფლიოში სურსათის, ენერგიისა და ფინანსური სისტემების უსაფრთხოებას განვითარებად ქვეყნებში“ - თქვა გუტერეშმა.