ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მარტში დაწყებული ტენდენცია გრძელდება და კორონოვირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები, გლობალურად კლებულობს.
ასევე ნახეთ: პანდემიის ფაზამ გადაიარა, მაგრამ კოვიდ-19 ჯერ ისევ აქაა - ფაუჩიპანდემიის შესახებ ყოველკვირეულ მოხსენებაში, გაეროს ჯანდაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ გასულ კვირას, ინფიცირების დაახლოებით 3.8 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვალების მაჩვენებელმა 1500-ს გადააჭარბა. თუმცა მიჩნეულია, რომ ეს მონაცემები სრულად არ ასახავს რეალობას, რადგან სულ უფრო მეტი ქვეყანა ამბობს უარს კოვიდ-19-ის ფართო ტესტირებასა და ასევე, დაკვირვებაზე.
მიუხედავად ამისა, ჯანმო აღნიშნავს, რომ აფრიკაში, ინფიცირების შემთხვევები დაახლოებით მესამედით გაიზარდა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში კი 13 პროცენტით. ასევე, თითქმის 70%-იანი ნახტომი დაფიქსირდა ინდოეთის სიკვდილობის მაჩვენებელში. თუმცა, ეს დაგვიანებულ აღრიცხვას მიეკუთვნება და არა დაავადების ბოლოდროინდელ ზრდას.
ასევე ნახეთ: ხანგრძლივი კოვიდი - რას ამბობს უახლესი კვლევებიამ ფონზე, ჩინეთში ხელისუფლება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრ ზომებს იღებს. დახურულია მეტროსადგურების 10%-ზე მეტი. მანამდე, დედაქალქის ხელისუფლებამ უკვე დახურა შიდა სასადილოები, სპორტული დარბაზები და სასკოლო კლასები.