რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ოთხშაბათს რომის პაპი ფრანცისკე გააკრიტიკა არასწორი ტონის გამოყენების გამო, მას შემდეგ რაც მან მოუწოდა რუსეთის პატრიარქ კირილს არ გამხდარიყო კრემლის „სტიქაროსანი“. რუსულმა ეკლესიამ ვატიკანი გააფრთხილა, რომ მსგავსი განცხადებები ეკლესიებს შორის ურთიერთობას დააზიანებს.
ასევე ნახეთ: საქართველო ისევ დემოკრატია-ავტოკრატიის რუხ ზონაშიფრანცისკემ იტალიურ გაზეთ „კორიერე დელა სერას“ განუცხადა, რომ პატრიარქი კირილი, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს მხარს უჭერს, „არ უნდა გახდეს [პრეზიდენტ ვლადიმერ] პუტინის სტიქაროსანი“.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადებით, სამწუხაროა, რომ თვენახევრის შემდეგ, რაც ფრანცისკემ და კირილმა ისაუბრეს, რომის პაპმა ასეთი ტონი შეარჩია.
„ასეთმა განცხადებებმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელი შეუწყოს კათოლიკურ და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის კონსტრუქციულ დიალოგს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პერიოდში“.
75 წლის კირილი პუტინის ახლო მოკავშირეა და ის უკრაინაში მიმდინარე ომს ხედავს, როგორც დეკადენტური დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ბერკეტს.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია გაცილებით დიდია ვიდრე აღმოსავლეთის სხვა ნებისმიერი ეკლესია. დღეს მას, დაახლოებით, 100 მილიონი მიმდევარი ჰყავს რუსეთში და მის გარეთ.
ასევე ნახეთ: ტაქტიკური სიტუაცია უკრაინაში და სამხედრო გათვლებიუკრაინაში 30 მილიონი მართლმადიდებელი მორწმუნე ცხოვრობს, რომლებიც იყოფა მოსკოვის საპატრიარქოსა და უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის.
ფრანცისკემ, რომელიც 85 წლის არის, პუტინთან შეხვედრა ითხოვა უკრაინაში მიმდინარე ომზე სასაუბროდ. კრემლმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ასეთ საუბარზე შეთანხმება არ ყოფილა.