შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ყოფილი სახელმწიფო მდივანის მადლენ ოლბრაითის დაკრძალვაზე სიტყვით გამოვა. ოლბრაითთან გამომშვიდობების ცერემონია ოთხშაბათს ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში გაიმართება.
„როდესაც მადლენზე ვფიქრობ, ყოველთვის მახსენდება მისი მტკიცე რწმენა, რომ „ამერიკა შეუცვლელი ერია“, დაწერა ბაიდენმა გასულ თვეს ოლბრაიტის გარდაცვალების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში.
ასევე ნახეთ: მადლენ ოლბრაითი 84 წლის ასაკში გარდაიცვალაპანაშვიდზე ასევე სიტყვით გამოვა ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, ოლბრაიტის სამ ქალიშვილთან ერთად.
ოლბრაიტი მარტში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ამერიკის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი იყო, რომელიც 1996 წელს პრეზიდენტმა კლინტონმა წარადგინა ქვეყნის 64-ე სახელმწიფო მდივნად. ოლბრაიტს ბევრი წამყვანი თანამდებობა ეკავა ამერიკის მთავრობაში, მათ შორის იყო აშშ-ის ელჩი გაეროში.