"ტვიტერი" $44 მილიარდად მასკის საკუთრებაა

ელონ მასკმა შეთანხმებას მიაღწია და სოციალური მედიის პლატფორმა "ტვიტერი", რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის მოსფლიო ლიდერები, ახლა უკვე მისი საკუთრებაა. 44 მილიარდი დოლარი ნაღდი ანგარიშსწორებით - ეს არის ფასი, რაც მასკს სოციალური მედიის გიგანტის შეძენა დაუჯდა.

გამოცემა "ფორბსის" თანახმად, 50 წლის ელონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. "ტესლას", "სპეის-იქსის" და კიდევ რამდენიმე კომპანიის მფლობელია თუმცა, მისი კომპანიები მოლაპარაკებაში ჩართული არ იყო.

მასკი ამბობს, რომ სურს სოციალური მედიის ერთ-ერთ წამყვან პლატფორმაზე ტროლებთან ბრძოლაში ჩაერთოს და ორგანიზაციის მართვაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს. ცვლილებებს შორის, რეკლამების აკრძალვაც სახელდება.

"ტვიტერის" აქციების ფასმა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გაყიდვის წინ 4.5%-ით მოიმატა და ახლა მათი საცალო ღირებულება $51.15-ს შეადგენს.