ბლინკენი: "მოვითხოვთ კარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას"

რუსი ოპოზიციონერი და ბორის ნემცოვის სახელობის ფონდის დამფუძნებელი ვლადიმირ კარა-მურზა მოსკოვში, საკუთარ სახლთან ახლოს დააპატიმრეს.

კარა მურზას დაკავებას უკვე შეშფოთებით გამოეხმაურნენ დასავლელი ოფიციალური პირები. ოპოზიციონერი აქტივისტის ადვოკატის განმარტებით, მას ბრალად სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ედება.

კარა-მურზას ადგილმდებარეობის ან მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

კარა-მურზა ცნობილი, მოკლული რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის ახლო მოკავშირე იყო. 2015 და 2017 წლებში ორჯერ მძიმედ, თითქმის მომაკვდინებლად ავად გახდა. მისი სიმპტომები მოწამვლის სიმპტომებს ჰგავდა. მისი ნათესავების მიერ საზღვარგარეთ ფარულად გატანილი სინჯებს კი ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო "გამიზნული მოწამვლის" კუთხით იძიებდა. ამერიკის მთავრობის ლაბორატორიებმა სინჯები ფართო სპექტრით გამოიძიეს, თუმცა იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, კონკრეტული დასკვნის გამოტანა ვერ მოხერხდა.

"ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია რუსული სამართალდამცავი უწყებების მიერ მოსკოვში ცნობილი სამოქალაქო ლიდერის ვლადიმირ კარა-მურზას დაკავებით. ჩვენ სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ", დაწერა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა "ტვიტერზე"

რუსეთში ოპოზიციონერ ლიდერებსა და დისიდენტებზე უკრაინაში ომის პარალელურად სულ უფრო და უფრო მკაცრდება.

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "ბელინგქეთი" ამბობს, რომ კარა-მურზას რუსული უშიშროების ის აგენტები უთვალთვალებდნენ, რომლებიც სავარაუდოდ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეშიც მონაწილეობდნენ.