უკრაინის რადა ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

ბუჩის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა პატივსაცემად, რუსთაველის გამზირზე 6 აპრილს გამართული აქცია-პერფორმანსისთვის უკრაინის ეროვნული რადა საქართველოს მოქალაქეებს მადლობას უხდის.

გმადლობთ, საქართველო! უკრაინელი ხალხი ქართველების მხარდაჭერას გრძნობს“, - ნათქვამია ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გუშინ თბილისში, პარლამენტთან, გაიმართა აქცია-პერფორმანსი ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის არმიის მიერ მოკლული ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად.

აქციის ხელებშეკრული მონაწილეები ძირს ისე დაწვნენ, როგორც ბუჩიდან გავრცელებულ ფოტოებზეა ხელებშეკრული, მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები.

რუსეთი უარყოფს პასუხისმგებლობას მასობრივ მკვლელობებზე ქალაქ ბუჩაში. მრავალრიცხოვანი მტკიცებულების თანახმად, მკვლელობებისთვის პასუხისმგებლობა რუსეთის ჯარებს ეკისრებათ.

Your browser doesn’t support HTML5

რა ხდება ბუჩაში? - სტუდია ვაშინგტონი