რომის პაპმა ფრანცისკემ, კიევის ოლქში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და მას „ბუჩის ხოცვა ჟლეტა„ უწოდა, ქალაქს სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი ქუჩაში იპოვეს. ბუჩაში ნანახი კი აჩენს განცდას, რომ იქ სამხედრო დანაშაულებებია ჩადენილი, ახლა კი მტკიცებულებების მოპოვება ხდება.
„უკანასკნელმა ამბებმა უკრაინის ომიდან, ნაცვლად შვებისა და იმედის მოტანისა ახალი სისასტიკე მოიტანა, როგორიცაა ბუჩას ხოცვა-ჟლეტა. ეს არის საშინელი სისასტიკით ჩადენილი დანაშაული დაუცველი, მშვიდობიანი მოსახლეობის, ქალებისა და ბავშვების მიმართ,“- თქვა რომის პაპმა ვატიკანში სიტყვით გამოსვლის დროს მაშინ, როცა მას ბუჩადან ჩატანილი უკრაინის დროშა ეჭირა ხელში.
Your browser doesn’t support HTML5
„ამ ბავშვებს სურდათ გაქცეულიყვნენ, რათა უსაფრთხო ქვეყანაში ჩასულიყვნენ. ეს არის ომის ნაყოფი. ნუ დავივიწყებთ მათ და არ დავივიწყოთ უკრაინელი ხალხი,“- თქვა რომის პაპმა მანამ, სანამ ის სააღდგომოდ ბავშვებს შოკოლადის კვერცხებს აჩუქებდა.
უკრაინულმა ჯარმა კიევის ოლქზე კონტროლი შაბათ კვირას აღადგინა მას შემდეგ, რაც რუსულმა ჯარმა უკან დაიხია. სწორედ ამის შემდეგ შეძლეს საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებმაც ბუჩასა და ირპინში შესვლა, სადაც შემზარავი სურათი დახვდათ.
კრემლი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ რუსულ ჯარს მშვიდობიანი მოსახლეობა არ მოუკლავს. მოსკოვში ამბობენ, რომ მტკიცებულებები მათ წინააღმდეგ არ მუშაობს. მოსკოვში ამბობენ, რომ ეს მათ წინააღმდეგ შექმნილი ამბავია და კადრების სანდოობას ეჭქვეშ აყენებენ.