ავსტრალიამ პარასკევს განაცხადა, რომ უკრაინაში ჯავშანტექნიკას გაგზავნის. ავსტრალიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თხოვნით მიმართა ქვეყნის პარლამენტს და მას მეტი სამხედრო დახმარება სთხოვა.
ასევე ნახეთ: "დიახ ბატონო" გარემოცვამ, პუტინი შეცდომაში შეიყვანა - დასავლელი ოფიციალური პირებიზელენსკიმ ხუთშაბათს ვიდეო ზარით მიმართა ავსტრალიის დეპუტატებს და მათ სთხოვა, რომ უკრაინაში „ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლებს“ მეტი შეიარაღბით დახმარებოდნენ. მან ავსტრალიას მოუწოდა გაეგზავნა „ბუშმასტერის“ ჯავშანტექნიკა, რომელსაც ფრანგული კომპანია ბენდიგოში ამზადებს. ისინი შექმნილია კონფლიქტის ზონებში 10-მდე ჯარისკაცის უსაფრთხო გადაადგილებისთვის. მათ აქვთ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო ბალისტიკური დაცვის შესაძლებლობა და V-ის ფორმის იატაკი, რომელიც ბრტყელი იატაკისგან განსხვავებით, ასაფეთქებელი მოწყობილობების აფეთქების შედეგებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა პიტერ დატონმა ზელენსკის გამოსვლიდან მეორე დღეს განაცხადა, რომ „ბუშმასტერების“ მიწოდების დაგეგმვა მიმდინარეობს, თუმცა ავსტრალიის ოფიციალური პირები არ ადასტურებენ რამდენი მანქანა ან როდის გაიგზავნება.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა პარასკევს კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის სასტიკი, უკანონო და გაუმართლებელი შეჭრა უკრაინაში.