ბრიტანეთმა რუსი ბიზნესმენის საკუთრებაში არსებული 50 მილიონი დოლარის ღირებულების სუპერიახტა ლონდონის დატოვებამდე რამდენიმე საათით ადრე დააყადაღა. ეს ნაბიჯი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს მოსკოვისთვის საფასურის დაწესებას უკრაინაში ომის დაწყების გამო.
ჰოლანდიური წარმოების 58,5 მეტრიანი იახტა, სახელად „პაი“, ლონდონის კანარის ნავსადგომზე დააკავეს.
ასევე ნახეთ: უსაფრთხოების გარანტიები და ნეიტრალიტეტი: რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დეტალებიმთავრობამ განაცხადა, რომ იახტა რუს ბიზნესმენს ეკუთვნის, რომლის ვინაობასაც ლონდონი არ ასახელებს. თუმცა, ბრიტანელი სამართალდამცავები ამბობენ, რომ იახტა მეპატრონის ვინაობის დამალვის მიზნით, "განზრახ" იყო ფუღურო კომპანიის საკუთრებაში, რომელიც კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულ სახელმწიფო სენტ-კიტსში და ნევისში იყო დარეგისტრირებული. ამასთან, გემი მალტის დროშის ქვეშ ცურავდა.
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ გემის მფლობელზე ბრიტანეთში სანქციები დაწესებული არ იყო, მაგრამ კანონის თანახმად, თუ გემს ფლობს, აკონტროლებს, დაქირავებულია ან მართავს რუსეთთან დაკავშირებული პირი, მთავრობას მათზე სანქციების მისადაგების საშუალება აქვს.