იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ შაბათს განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების პერსპექტივა "სულ უფრო რეალურია". კიშიდა მიესალმა აშშ-ის ელჩის ვიზიტს ჰიროშიმაში, პირველი ქალაქში მსოფლიოში, სადაც ბირთვული იარაღი იქნა გამოყენებული.
ასევე ნახეთ: საქართველოს მოქალაქეები ალტ-ინფოს წინააღმდეგიაპონია, ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თავს დაესხნენ ატომური იარაღით. 1945 წელს მეორე მსოფლიო იმის დროს ამერიკამ იაპონიის ორ ქალაქზე - ჰიროშიმასა და ნაგასაკიზე - ბირთვული ბომბით მიიტანა იერიში. ამ დაბომბვის შემდეგ იაპონიამ ბრძოლა შეწყვიტა.
იაპონია უწყვეტად საუბრობს ბირთვულ განიარაღებაზე. კიშიდა, რომელიც პარლამენტში ჰიროშიმასპარლამენტში, შაბათს ქალაქის მშვიდობის მემორიალსა და მუზეუმს ამერიკის ელჩთან რამ ემანუელთან ერთად ეწვია.
„როდესაც რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენება სულ უფრო რეალური ხდება, მე მჯერა, რომ ელჩი ემანუელის ვიზიტი ჰიროშიმაში და მისი გამოცდილება ბირთვული რეალობის დანახვის შესახებ გახდება ძლიერი გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის“, თქვა კიშიდამიაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
მისი თქმით, რუსეთის ომი უკრაინაში ნათელი მაგალითია იმის, რომ უნდა შევქმნათ სამყარო ბირთვული იარაღის გარეშე.