შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვაზე ფიქრობს თუ არა ის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ომის დამნაშავეა, უპასუხა: „მე ვფიქრობ, ის ომის დამნაშავეა“.
ამ კომენტარამდე რამდენიმე საათით ადრე, ბაიდენმა ხელი მოაწერა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გადაცემის კანონპროექტს, რომლის ღირებულებაც $800 მილიონია.
ბაიდენის კომენტარს კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. რუსული საინფორმაციო სააგანტოს "ტასის" ინფორმაციით, პესკოვმა ბაიდენის კომენტარს „მიუღებელი და უპატიებელი რიტორიკა“ უწოდა.
ოთხშაბათს დამტკიცებულ სამხედრო დახმარების პაკეტში შედის:
- 800 სტინგერტის ანტი-საჰაერო სისტემა
- 2 000 ჯაველინი, 1 000 მსუბუქ ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღი, 6 000 AT-4 ტიპის ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემა
- 100 ტაქტიკური დრონი
- 100 ყუმბარმტყორცნი, 5 000 შაშხანა (და სხვა იარაღი)
- 20 მილიონ ერთეულზე მეტი ვაზნა და ყუმბარები ყურმბარმტყორცნებისთვის
- 2 500 ტყვიაგაუმტარი ჟილეტი
- 25 000 ჩაფხუტი