“ძალადობრივი ენა, როგორიცაა “სიკვდილი რუს დამპყრობლებს” დროებით დაშვებულია” - ფეისბუქი

“ფეისბუქი” აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, ძალადობრივი ენის წესები დროებით შეამსუბუქა.

“რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად, ჩვენ დროებით დავუშვებთ პოლიტიკური გამოხატვის ფორმებს, რომლებიც ჩვეულებრივ არღვევს ჩვენს წესებს, როგორიცაა ძალადობრივი ენა, როგორიცაა „სიკვდილი რუს დამპყრობლებს“, - ნათქვამია Facebook-ის მფლობელი კომპანიის Meta-ს განცხადებაში.

“ჩვენ კვლავ არ დავუშვებთ, რუსი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ძალადობრივ მოწოდებებს” - აცხადებს კომპანია.

ასევე ნახეთ: აშშ არ გამორიცხავს, რომ რუსეთი უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ნიადაგს ამზადებს

"ფეისბუქმა" განცხადება სააგენტო “როიტერის” მიერ მომზადებული მასალის შემდეგ გააკეთა. სააგენტო ორგანიზაციის კონტენტ მოდერატორების იმეილებზე დაყრდნობით წერდა, რომ პლატფორმის ეს პოლიტიკა ეხება სომხეთს, აზერბაიჯანს, ესტონეთს, საქართველოს, უნგრეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთს, რუმინეთს, რუსეთს, სლოვაკეთსა და უკრაინას.

“ფეისბუქმა” და სხვა ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა კომპანიებმა რუსეთის დასასჯელად ნაბიჯები გადადგეს. თავის მხრივ, რუსეთი იმ მცირე ქვეყნების კლუბს შეუერთდა, რომელთა ხელისუფლებას “ფეისბუქი” და “ტვიტერი” დაბლოკილი აქვს. ასეთი ქვეყანაა მაგალითად, ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი.

ასევე ნახეთ: „მეტას“ პასუხი კრემლს

მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ ასევე გააძლიერა ზეწოლა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ.

გასულ კვირას, Facebook-ის დაბლოკვა და Twitter-ის შეზღუდვა მოხდა იმავე დღეს, როდესაც მოსკოვმა მხარი დაუჭირა პატიმრობის დაწესებას მედიისთვის, რომელიც აქვეყნებს "ცრუ ინფორმაციას" რუს სამხედროებზე.

ამ კონტექსტში, ფეისბუქმა საკვანძო როლი შეასრულა ინფორმაციის გავრცელებაში რუსეთში მაშინაც კი, როცა ის დასავლეთში გამწვავებულ კრიტიკას განიცდის პოლიტიკური დაყოფიდან, მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობამდე.

დიდმა ამერიკულმა ტექნოლოგიურმა ფირმებმა, როგორიცაა Apple და Microsoft განაცხადეს, რომ შეაჩერეს თავიანთი პროდუქციის გაყიდვა რუსეთში, ხოლო სხვა კომპანიებმა შეაჩერეს გარკვეული ბიზნეს საქმიანობა ან კავშირები.

ასევე ნახეთ: „ლიკვიდაცია“ - კრემლი "ცენზურის დაკანონებას" ცდილობს