აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივანი ჯენიფერ გრანჰოლმი აცხადებს, რომ უკრაინის ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რეაქტორები „მძლავრი შემაკავებელი სტრუქტურებით არის დაცული და რეაქტორები უსაფრთხოდ ითიშება.“
გრანჰოლმის თქმით, მან სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრთან და ადგილზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
ასევე ნახეთ: ბაიდენსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა„ობიექტთან ახლოს რადიაციის ამაღლებული მაჩვენებლები არ ფიქსირდება“ - წერს „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე გრანჰოლმი.
მანამდე ენერგეტიკის მდივანმა განაცხადა, რომ დეპარტამენტმა ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი გაააქტიურა და უკრაინის ატომურ სადგურზე მოვლენებს აკვირდება.
ზაპორიჟიეს ბირთვულ რეაქტორთან დაკავშირებით განცხადება საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტომაც გამოქვეყნა და თქვა, რომ სიტუაციას აკვირდება. "IAEA-მ იცის ზაპორიჟიეს ბირთვული ელექტოსადგურის დაბომბვის შესახებ გავრცლებულ ცნობებზე, უკრაინის მთავრობასთან კონტაქტზე ვართ, სიტუაციასთან დაკავშირებით", ნათქვამია სააგენტოს ოფიციალურ "ტვიტერზე".
ასევე ნახეთ: "მთელ ევროპას ემუქრება ბირთვული კატასტროფის განმეორება"ცოტა ხნის წინ, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ზაპორიჟიეს ატომურ ელექტრო სადგურზე რუსეთის სამხედრო ძალებმა თავდასხმა განახორციელეს, რასაც სადგურის ზოგიერთ შენობაში ხანძარი მოჰყვა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებდა, რომ ადგილზე მისულ მეხანძრეებს მუშაობის საშუალება არ ჰქონდათ, რადგან რუსული მხარე ცეცხლს არ წყვეტდა. „შეწყვიტეთ ცეცხლი და შექმნეით უსაფრთხო ზონა, რათა მეხანძრეებმა მუშაობა შეძლონ“, წერდა დმიტრო კულება „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.
მოგვიანებით, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მეხანძრეებს ადგგილზე შესვლის საშუალება მიეცათ.