თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

უკრაინის მხარდამჭერი აქცია თბილისში. 26 თებერვალი, 2022. "რადიო თავისუფლების" ფოტო.

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი მოირიგი აქცია მიმდინარეობს. აქციის წევრები სრულად განლაგდნენ საკანონმდებლო ორგანოს წინა ტერიტორიაზე, ისე როგორც გზის საავტომობილო მონაკვეთზე. იქვე მობილიზებულია პოლიციაც.

აქციაზე უკრაინის ჰიმნი გაჟღერდა. აქციაზე მისულები არიან რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკოსები, თუ სამოქალაქო აქტივისტები.

თბილისში მესამე დღეა ხალხმრავალი აქცია ტარდება უკრაინის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად და იქ მიმდინარე რუსული აგრესიის დასაგმობად.

მოსკოვმა საგანგებო სამხედრო ოპერაცია უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. ამ წუთებში გააფთრებული ბრძოლებია თითქმის ყველა დიდი ქალაქის მისადგომებთან, ან შუაგულში.

Your browser doesn’t support HTML5

უკრაინის მხარდამჭერი აქცია თბილისში