რუსეთი და ბელარუსი ერთობლივი სამხედრო წვრთნისთვის ემზადებიან. მოსკოვი ამ დრომდე არ აკონკრეტებს რა რაოდენობის სამხედროები გადასხა ბელარუსში, თუმცა თეთრი სახლის ინფორმაციით ბელარუსში ამ დროისთვის 5 000 რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ რუსეთი სამხედროების რაოდენობის ზრდას უახლოეს პერიოდში გეგმავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა კადრები ბელარუსიდან, სადაც ასახულია ერთ-ერთი სამხედრო ბანაკი და მასში მობილიზებული რუსი სამხედროები.