ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ორშაბათს მოუწოდა, „უკან დაიხიოს უფსკრულის ნაპირიდან“. ლონდონმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრა, კრემლთან დაკავშირებული კომპანიების და ინდივიდების სანქციებს გამოიწვევს. შეერთებული შტატები და ბრიტანეთი, პუტინს უცხადებენ, რომ რუსეთის მდიდარი ადამიანები, სანქციების წინაშე აღმოჩნდებიან, თუ კრემლი უკრაინაში შეჭრის ბრძანებას გაცემს. კრემლი უარყოფს, რომ გეგმავს უკრაინაში შეჭრას, იმ ფონზე, როცა მას ქვეყნის საზღვარზე 100,000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს განთავსებული.
შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა შეადგინეს სია რუსეთის ელიტის და პუტინის ახლო წრის პირებით, რომლებიც სანქციების წინაშე აღმოჩნდებიან.
ასევე ნახეთ: პუტინმა მაკრონს უთხრა, რომ უკრაინის კრიზისის გამწვავება არ სურსკრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განცხადა, რომ მსგავსი ქმედებები რუსეთის ბიზნესებზე თავდასხმაა და ამას უკუშედეგი ექნება. ‘
„ხშირად არ ვხედავთ და გვესმის მსგავსი პირდაპირი მუქარა ბიზნესების წინააღმდეგ“, - განაცხადა პესკოვმა. „თავდასხმას ნებისმიერი ქვეყნისგან რუსეთის ბიზნესზე საპასუხო ქმედებები მოჰყვება და ეს ქმედებები ჩვენი ინტერესების მიხედვით იქნება ფორმულირებული“, - განაცხადა მან.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ლონდონი, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან გამავალი ფულის გლობალური ცენტრია.
პუტინის ოპონენტები დიდი ხანია მოუწოდებენ დასავლეთს, რომ რუსეთის ელიტას მსგავსი სანქციები დაუწესონ, იქნება ეს ოლიგარქების თუ ოფიციალური პირების შემთხვევაში, რომლებიც მათი ქონების ინვესტირებას ევროპის მთავარი დანიშნულების ადგილებში ახდენენ და სადაც მათი ეს აქტივები ბევრად უფრო დაცულია, ვიდრე რუსეთში.
Your browser doesn’t support HTML5
უკრაინამ მოიწონა ლონდონის ეს ნაბიჯი.
„როცა რუსი მაღალჩინოსნები გააანალიზებენ, რომ საუბარია, მათ აქტივებზე, უძრავ ქონებაზე და ფულზე საზღვარგარეთ, სადაც პატრიოტი რუსები მათ ინახავენ, კრემლში ცხელი თავები, გაგრილდება“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.
თუმცა, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, ევროპის წამყვანი სამხედრო ძალები, რუსეთს შედარებით რბილად უდგებიან, ვიდრე შეერთებულ შტატები. მაგალითად 2014 წელს, ვაშინგტონმა იგორ სეჩინი, რუსული სახელმწიფო ნავთობკომპანიის, "როსნეფტის" მმართველ, სანქციების ქვეშ მოაქცია. ევროკავშირსა და ბრიტანეთს სეჩინისთვის, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი პირია, სანქციები არ დაუწესებიათ.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც ქვეყნის შიგნით სკანდალს უმკლავდება, მის მიერ
"დაუნინგ სტრიტზე", პრემიერის რეზიდენციაში, მკაცრი ლოქდაუნის პირობებში წვეულებების გამართვის გარშემო, უკრაინაში ამ კვირაში გაემგზავრება. ჯონსონი დღეს საუბარს გამართავს რუსეთის პრეზიდენტთან.
„პრეზიდენტ პუტინს ვეტყვი იმას, რაც აქამდეც მითქვამს. ჩვენ უნდა დავიხიოთ უკან უფსკრულის ნაპირიდან, რუსეთმა ნაპირიდან უკან უნდა დაიხიოს“, - თქვა მან.
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2014 წლიდან მოყოლებული, 180 ადამიანს და 48 კომპანიას დაუწესა სანქციების.
2021 წლის მიწურულს, რუსეთმა ნატოსა და ვაშინგტონს 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმება მოსთხოვა, უსაფრთხოების სხვა გარანტიებთან ერთად. კრემლი მოითხოვს, რომ შეიცვალოს სამიტის დეკლარაციის ტექსტი, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან. როგორც ვაშინგტონი, ასევე ნატო რუსეთს წერილობით გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ ეს მოთხოვნა არ განიხილება და რუსეთს არ მისცემენ საშუალებას ნატოს გადაწყვეტილებებსა და ცალკეული ქვეყნების სუვერენულ არჩევანში ჩაერიოს.
კრემლს უკრაინის საზღვარზე 100,000 სამხედრო და შეიარაღება აქვს მობილიზებული. დასავლეთში აცხადებენ, რომ კრემლი უკრაინაში შეჭრას გეგმავს.