გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი (ICIJ) დღეს ვაშინგტონის დროით შუადღის 2 საათზე ე.წ. პანამის დოკუმენტების დეტალებს გამოაქვეყნებს. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი იქნება 200 000-ზე მეტ ოფშორულ კომპანიაზე, რომლებშიც 200-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეა ჩართული. ვებგვერდის მისამართია: https://offshoreleaks.icij.org.
ისტორიაში უდიდესი მოცულობის კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვა პანამის კუნძულზე მოქმედი საადვოკატო ფირმა „მოსაკ ფონსეკადან“ მოხდა. 11.5 მილიონ დოკუმენტში ოფშორული კომპანიების დაახლოებით 40-წლიანი საქმიანობაა ასახული. მფლობელებს შორის არიან: 12 ამჟამინდელი და ყოფილი სახელმწიფო ლიდერი; მილიარდერები; გავლენიანი პოლიტიკოსები; სპორტის ვარსკვლავები და ა. შ. მათ შორის 33-ს სანქციები აქვს დაწესებული. „მოსაკ ფონსეკადან“ ინფორმაციის წყარო ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მას ფსევდონიმით „ჯონ დო“ იცნობენ.