ყარაბაღში დაპირისპირებას დასასრული ჯერ არ უჩანს

აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში დღეს მომხდარ შეტაკებებში მათ კიდევ სამი ჯარისკაცი დაკარგეს. დაპირისპირება რეგიონში მესამე დღეა, რაც განახლდა. არსებობს იმის საშიშროება, რომ ე.წ. გაყინული კონფლიქტი ისევ სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს. სომხეთის ოფიციალური წყაროების მიხედვით, მარტო უქმეებზე მათ 18 ჯარისკაცი დაკარგეს.

ომი ყოფილი საბჭოთა კავშირის ორ ქვეყანას შორის გასული საუკუნის 90-იან წლებში მიმდინარეობდა და სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა, რომელიც საკმაოდ სუსტი გამოდგა. უქმეებზე მომხდარი დაპირისპირება ბოლო წლების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვერპლიანი იყო. ოფიციალური მონაცემებით, ორივე მხარეს დაღუპულთა რაოდენობა 30-ს აჭარბებს.

აზერბაიჯანის და სომხეთის წყაროებით, დღევანდელი შეტაკებები ნაკლებად ინტენსიური იყო, ვიდრე შაბათს. თუმცა, განახლებული კონფლიქტი საბრძოლო მოქმედებების სწრაფად შეწყვეტის არანაირ ნიშანს ავლენს.