ოთხშაბათს შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. გაეროს სანქციები ჩრდილოეთ კორეას ახლახან ჩატარებული ბირთვული იარაღის და შორი რადიუსის ბალისტიკური რაკეტების გამოცდისთვის დაუწესდება.
ამერიკა რეზოლუციის სამუშაო ვარიანტს გაეროს უშიშროების საბჭოს დღეს წარუდგენს. შეთავაზების დეტალები ცნობილი მოგვიანებით გახდება. განცხადება მიღწეული შეთანხმების შესახებ ვაშინგტონში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს ემთხვევა. ვან ის სამშაბათს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, ოთხშაბათს კი სიუზან რაისი, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი შეხვდნენ.