ნეპალელი შერპა მეგზურები გაფიცვას გეგმავენ

გასულ კვირაში ევერესტის მთაზე მასიური ზვავის დროს 13 მეგზური დაიღუპა

სახელგანთქმული ნეპალელი შერპა მეგზურები, გასულ კვირაში ევერესტის მთაზე მასიური ზვავის შემდეგ გაფიცვის გამოცხადებაზე ფიქრობენ. ზვავმა სულ ცოტა 13 მეგზური იმსხვერპლა. შერპები უკეთეს ანაზღაურებას და გაუმჯობესებული პირობების უზრუნველყოფას ითხოვენ.

პარასკევს ჩამოწოლილი ზვავის შედეგად სამი შერპა საავადმყოფოში მოხვდა და სამი მათგანი კი დაღუპულად ითვლება.

ზვავის ჩამოწოლისას მეგზურები თოკებს ამაგრებდნენ და ყინულს ამსხვრევდნენ რათა ქვედა ბანაკში მომლოდინე უცხოელი მთამსვლელებისთვის ბილიკი გაეკვალათ. ამ უბედურმა შემთხვევამ მეგზურების საშიშ სამუშაოს ყურადღება მიაპყრო.

ნეპალმა გამოაცხადა, რომ დაღუპულ შერპების ოჯახებს დაახლოებით 400 დოლარს გადასცემს. მეგზურები ოჯახებისთვის გაზრდილი კომპენსაციის გადახდას მოითხოვენ.

შერპები თავისი მძიმე შრომით სეზონზე 5.000 დოლარს გამოიმუშავებენ იმ კლიენტებისთვის, რომლებიც ასვლისთვის მზადებაზე ათეულ ათასობით დოლარს ხარჯავენ.

ნეპალის ხელისუფალნი აცხადებენ, რომ მათი მუშაობის შეწყვეტა სერიოზულად შეაფერხებს მთამსვლელობის სეზონს.