ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად, უკრაინის საზღვარზე ძალადობა იზრდება


მაშინ როცა რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, საერთაშორისო სამშვიდობო დამკვირვებლები იუწყებიან, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ სრულდება და რომ უკანასკნელ დღეებში იმატა ძალადობამ, მათ შორის მძიმე შეიარაღების და ანტი-სარაკეტო სისტემების გამოყენებამ.

"გასულ კვირას დაფიქსირდა შეთანხმების დარღვევის 7 400-მდე შემთხვევა. წინა კვირასთან შედარებით, ძალადობამ 20 პროცენტით იმატა. ხშირი იყო მძიმე შეიარაღების გამოყენების შემთხვევები", აცხადებს ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მთავარი დამკვირვებელი ალექსანდერ ჰაგი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

დამკვირვებლები ამბობენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქის - როსტოვისგან, სულ რაღაც, 20 კილომეტრის დაცილებით, ომი მიმდინარეობს.

ეუთოს შეფასებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას კონფლიქტის ორივე მხარე - რუსეთი და უკრაინა არღვევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG