ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზიმბაბვეს პრემიერი არჩევნებს ფარსს უწოდებს


ზიმბაბვეს საარჩევნო კომისიას არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია

ზიმბაბვეს პრემიერ მინისტრი მორგან ცვანგირაი ამბობს, რომ ოთხშაბათის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ დასჯერდება. ოთხშაბათს ჩატარებულ არჩევნებს ზიმბაბვეს პრემიერი და საპრეზიდენტო კანდიდატი ფარსს უწოდებს.
„არჩევნების შედეგები გაყალბდა. საარჩევნო პროცესმა ხალხის ნება ვერ ასახა.“
ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ცვანგირაიმ თქვა, რომ ხმის მიცემის პროცესი გაყალბდა ამჟამინდელი პრეზიდენტის რობერტ მუგაბეს სასარგებლოდ. თავად მუგაბე აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ზიმბაბვეში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. რობერტ მუგაბე ქვეყანას 1986 წლიდან მართავს. ზიმბაბვეს საარჩევნო კომისიას არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია.
XS
SM
MD
LG